ბადიაურის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ეკომეგობრული ხელოვნური ნაძვის ხეები შექმნეს
28-12-2022
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურის საჯარო სკოლაში სადღესასწაულო განწყობაა. პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
სწორედ ამ მიზნით, მე-4 კლასის მოსწავლეებმა საგან - „მე და საზოგადოებას“ ფარგლებში, არაჩვეულებრივი „ეკო ნაძვის ხეები“ დაამზადეს.
აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
მათი ხელმძღვანელი მასწავლებებლი ეკატერინე ქაიხოსროშვილი იყო.