ბადიაურის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი დადგეს
28-12-2022
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა თუ ღონისძიებაში დიდი მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი -„ექიმი აიბოლიტი“ დადგეს. მათ როლები დიდი წარმატებით მოირგეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ძალიან ნაყოფიერად გაატარეს. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმნილი, მათ განვითარებაზე მასწავლებლები დაუღალავად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203