ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლაში სკოლაში სადღესასწაულო განწყობაა. პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
სწორედ ამ მიზნით, სომხური ენის მასწავლებელმა ჰაიკანუშ გადიანმა, მეორე და მეოთხე კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, კოსტიუმირებული საახალწლო ზეიმი მოაწყო. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს - იმღერეს, თქვეს ლექსები, გაითამაშეს მინი საახალწლო სცენები და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
საახალწლო განწყობას სადღესასწაულო კოსტუმები და შესაბამისი წარმოდგენები კიდევ უფრო ამაღლებდა. ღონისძიებამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.
„მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები კმაყოფილი დარჩნენ და მადლობას უხდიან პედაგოგს ასეთი ლამაზი, მხიარული და საინტერესო დღისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: