ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ ინგლისური ენის კლუბმა საახალწლო ვიდეორგოლი გადაიღო
28-12-2022
ფოთის კერძო სკოლაში - „გიმნაზია“ სადღესასწაულო განწყობაა, მოსწავლეები და პედაგოგები დამდეგ 2023 წელს დიდი სიხარულითა და იმედებით ელოდებიან.
ამასთან დაკავშირებით, სკოლის ინგლისური ენის კლუბმა, ნათია ძაგანიას ხელმძღვანელობით, არაჩვეულებრივი საახალწლო კლიპი გადაიღო. მასში მოქმედება სკოლის შენობასა და ეზოში ვითარდება.
მოსწავლეებს შესაბამისი ტანისსამოსი - თეთრ და წითელ ფერებში აცვიათ. ჩნდება სანტა კლაუსიც, რომელსაც ხურჯინი და საჩუქრები მოაქვს. მოსწავლეებმა ცეკვა დადგეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„ფოთის კერძო სკოლა გიმნაზია გილოცავთ დამდეგ ახალ წელს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს