ასურეთის საჯარო სკოლაში შიდასასკოლო საჭადრაკო ტურნირი გაიმართა
28-12-2022

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლა სკოლაში 15-დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით შიდასასკოლო საჭადრაკო ტურნირი გაიმართა.

ტურნირში აქტიურად ჩაერთვნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეების ანალიტიკური და ლოგიკური უნარების განვითარება.

შედეგად საბაზო საფეხურზე გამოვლინდა გამარჯვებული მე-8 კლასის მოსწავლე ნინო ირემაშვილი, ხოლო  სკოლის „დიდოსტატის“ ტიტული მე-11 კლასის მოსწავლე ვახტანგ  გორგასლიძეს მიენიჭა.

სკოლის ადმინისტრაციამ, ამ აქტივობაში ჩართულ ყველა მოსწავლეს გადასცა სიგელები, გამარჯვებული მოსწავლეები კი სიგელებთან ერთად სპეციალური საჩუქრებით დააჯილდოვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203