ჟდანოვის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებმა დამდეგი ახალი წელი იზეიმეს
28-12-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლის მოსწავლეები საახალწლო აქტივობებში აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, მე-5 კლასში, კლასის ხელმძღვანელის - ლამარა ბედოიანის ინიციატივით, საახალწლო ღონისძიება - კარნავალი გაიმართა.

მოსწავლეებმა ღონისძიების მსვლელობისას იმღერეს, იცეკვეს, სკეტჩები გაითამაშეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.

როგორც სოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მონაწილეთა შემოქმედებითი უნარებითა და შესაძლებლობებით დამსწრე აუდიტორია მოიხიბლა.

ღონისძიების ორგანიზატორმა, ლამარა ბადოიანმა მშობლებს მადლობა გადაუხადა და კარნავალის დასასრულს მოსწავლეები საახალწლო სუვენირებით დაასაჩუქრა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203