ბეკამის საჯარო სკოლაში ზღაპრული საახალწლო ღონისძიება გაიმართა
28-12-2022

ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბეკამის საჯარო სკოლის მოსწავლეები წინასაახალწლო სამზადისში აქტიურად არიან ჩართულნი.

სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ყველა კლასმა მიიღო. მოსწავლეებმა სცენაზე სხვადასხვა ზღაპრის პერსონაჟის როლი მოირგეს და წარმოდგენა საინტერესოდ გაითამაშეს.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი ზღაპრის პერსონაჟები იყვნენ: კომბლე, ფიფქია და შვიდი ჯუჯა და კონკია.

მოსწავლეებმა ღონისძიების მსვლელობისას დრო ხალისიანად და საინტერესოდ გაატარეს. მონაწილეებმა დამსწრე საოზგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203