ქვედა სამების საჯარო სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში საინტერესო ღია გაკვეთილი ჩაუტარდათ 
28-12-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამების საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. ამის მაგალითია, ღია გაკვეთილი, რომელიც მე-7 კლასის მოსწავლეებს მათემატიკის მასწავლებელმა ნანი ჯაფარიძემ შესთავაზა. 

გაკვეთილის თემა გახლდათ - პროცენტი. 

მასწავლებელმა მოსწავლეები მრავალფეროვან აქტივობებში ჩართო და მათ აღნიშნულ თემაზე კომპლექსური დავალების პირველი ეტაპი გააცნო. 

მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203