ბუთურაულის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა VII -VIII კლასის მოსწავლეებს საჩვენებელ გაკვეთილზე საინტერესო აქტივობები შესთავაზა
28-12-2022
იაგო მიქელაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის საჯარო სკოლის VII–VIII კლასის მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი ჩაუტარდათ.

სკოლის VII – VIII კლასის მოსწავლეებმა, კრიტიკული მოსმენის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, თემაზე - „დაატოვებინოს თუ არა მოსწავლეს მასწავლებელმა გაკვეთილი“ საინტერესო დისკუსია გამართეს.

გაკვეთილს უძღვებოდა ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი ბულბული მგელაძე.

მოსწავლეები დისკუსიის მიმდინარეობაში მონდომებითა და ხალისით ჩაერთვნენ. მათ შეძლეს პრობლემის გააზრება, გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება.

თავიანთი შეხედულებების დასადასტურებლად თანატოლებთან დისკუსია გამართეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203