ვალის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2022 წელი ღონისძიებით გააცილეს
28-12-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ვალის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძველი წელი საინტერესო ღონისძიებით გააცილეს და ახალ წელს საზეიმო განწყობით შეეგებნენ.

ბავშვებმა ღონისძიების მსვლელობისას იმღერეს, იცეკვეს,  ლექსები წაიკითხეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. მათ ლამაზად მორთულ ნაძვის ხესთან თოვლის ბაბუას მოუხმეს, რომელმაც პატარებს დამდეგი ახალი წელი ტკბილეულით მიულოცა.

საახალწლოდ გამართულ ზეიმს მშობლებიც ესწრებოდნენ. მათ აღნიშნეს, ამ ღონისძიებისგან მიღებული დადებითი ემოციები და ხალისიანი განწყობა დიდხანს გაჰყვებათ.

„ვალის N4 საჯარო სკოლა გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. გისურვებთ, რომ 2023 წელი იყოს მშვიდობის, ჯანმრთელობის, წინსვლისა და წარმატებების წელი. მრავალ ახალ წელს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203