ქუთაისის N12 სკოლის მოსწავლეებმა საგნობრივ ოლიმპიადაში წარმატება მოიპოვეს
28-12-2022
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ოლიმპიადებსა თუ კონკურსებში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ. 

ამჯერად, მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს „ევერესტის“ ოლიმპიადის ოქროს ტურში.

მიღწეული წარმატებისთვის ოქროს სიგელი გადაეცა მე-5 კლასის მოსწავლეს - გაბრიელ ბალავაძეს (მათემატიკის მასწავლებელი: მ. რობაქიძე), ბრინჯაოს სიგელი- მე-4 კლასის მოსწავლე მარიამ ფორჩხიძეს (მათემატიკის მასწავლებელი თ. ჟორჟოლიანი), ხოლო სერტიფიკატი- მე-4 კლასის მოსწავლე ანა შოთაძეს (მათემატიკის მასწავლებელი თ. ჟორჟოლიანი).

მოსწავლეები ასევე დაჯილდოვდნენ სხვადასხვა სასწავლო ნივთით და ოლიმპიადა „ევერესტის“ ოქროს ტურის ამოცანების კრებულით, რომლის ავტორი დაჩი ნანობაშვილი გახლავთ. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს მიღწეულ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203