ორჯის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა 
28-12-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში მოსწავლეები ახალ წელს საინტერესო აქტივობებით ეგებებიან.

სკოლაში, დამხმარე მასწავლებლის - დალი ყავრელიშვილის და ქართული ენის მასწავლებლის - ვენერა არევიანის ორგანიზებით, მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც მე-4 და მე-5 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მოსწავლეები საახალწლო სამოსში გამოეწყვნენ და საინტერესო სანახაობა გამართეს. ღონისძიების მსვლელობისას, ბავშვემა იცეკვეს, იმღერეს, შემოქმედებითი ნიჭი და უნარები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად და ხალისიანად გაატარეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა ახალი წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას თავი წარმატებით გაართვეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203