„ჩვენი სახელმწიფო საქართველოა“- სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონში საინტერესო პროექტი განხორციელდა
28-12-2022
სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონში სასწავლო წელი აქტიურად წარიმართა. პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. ამ მიზნით, სწავლებისას თანამედროვე მეთოდებს იყენებენ და საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. 

სკოლაში პირველი სემესტრი ძალიან ნაყოფიერად დასრულდა. მოსწავლეებმა და მასწავლებელმა საგან მე და საზოგადოებაში პროექტი - „ჩვენი სახელმწიფო საქართველოა“ განახორციელეს. მათ ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და პატარა წიგნი შექმნეს. 

აქტივობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით ჩაერთო, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203