მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება.
ამჯერად, სპორტის მასწავლებელმა კახა ჯგერენაიამ სპორტულ-გასართობი ღონისძიება - „მხიარული სტარტები“ მოაწყო. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებამ დიდი მოწონება დაიმსახურა არა მარტო მოსწავლეებში, არამედ დამსწრე საზოგადოებაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ და სწორედ ამიტომ, თითოეულ სპორტულ ინიციატივას დირექცია მუდამ მხარს უჭერს.
იხილეთ ფოტოები: