
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა ცოდნის ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო ღონისძიებებს სთავაზობენ.
ამჯერად სკოლაში, მათემატიკური ჩემპიონატი - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება, ინტელექტუალური თამაშის მიმართ ცნობადობის გაზრდა, გუნდური და ლიდერული უნარების გაუმჯობესება.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ეჯიბრებოდნენ მათემატიკის მასწავლებელს და ანგარიშით 11:1 გაიმარჯვეს.
ბოლოს კი ისინი შესაბამისი სიგელებით დაჯილდოვდნენ. აქტივობა მოამზადა მათემატიკის პედაგოგმა, მერი თორთლაძემ.
იხილეთ ფოტოები: