დაბლაციხის საჯარო სკოლაში საახალწლო კარნავალი გაიმართა
28-12-2022

ჩოხატაურის მინიციპალიტეტის, სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო ზღაპრული გარემოა.

23 დეკემბერს, სკოლაში საინტერესო საახალწლო კარნავალი ჩატარდა, რომლის მსვლელობაშიც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ.

ბავშვებმა გამოავლინეს შესაძლებლობები, იცეკვეს, იმღერეს და დრო საინტერესოდ გაატარეს.

ღონისძიების დასასრულს ყველანი დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ. კარნავალმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეების შესაძლებლობებისა და უნარების განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203