ქვედა სამების საჯარო სკოლის მე-10 კლასში ბიოლოგიის საინტერესო საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა
27-12-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამების საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები ხშირად ხორციელდება. 

ამჯერად, მე-10 კლასში ბიოლოგიის საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა. მისი თემა დნმ-ის რეპლიკაცია იყო. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, მათ დნმ-ისა და ცილის სტრუქტურა და ფუნქციები შეადარეს. 

გარდა ამისა, მათ დნმ-ის რეპლიკაციის სადემონსტრაციო მოდელები შექმნეს.

აქტივობა ძალიან ნაყოფიერად და შემოქმედებითად ჩაიარა, მას მასწავლებელი ციალა ინაიშვილი უძღვებოდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203