ქსოვრისის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი დოდო ჭოტორლიშვილი მოსწავლეებს შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობს
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლას პროფესიონალი და შედეგზე ორიენტირებული მასწავლებლები ჰყავს, რომლებიც მოსწავლეთა განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ასეთ-ერთი ასეთი ქიმიის მასწავლებელი დოდო ჭოტორლიშვილი, ის სკოლაში მიმდინარე წლიდან მუშაობს. პედაგოგმა მოსწავლეთა ქიმიით დაინტერესება და მათი ნდობის დამსახურება მოკლე დროში შეძლო.
მისი ხელმძღვანელობით, VIII, IX, X კლასებში კომპლექსური დავალებები შემდეგ თემებზე ჩატარდა:
- VIII - კლასში თემაზე - „წყალი";
- IX – კლასში თემაზე -„არაორგანული ნაერთები ჩვენ ირგვლივ და გამოყენება“;
- X – კლასში - „ატომი და ატომის აღნაგობა".
მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს, ბუკლეტები, კედლის გაზეთები შექმნეს და საკუთარი ხელით შექმნილი რესურსები გამოფინეს.
„წარმატებას ვუსურვებ დოდო მასწავლებელს და მის მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: