წყალტუბოს N1 სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის საახალწლო კარნავალი მოეწყო - სადღესასწაულო დღეები სკოლაში 29 დეკემბრის ჩათვლით გასტანს
27-12-2022

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა საახალწლო კარნავალი გაიმართა.

ღონისძიებას პატარების მხიარულმა ცეკვა-სიმღერებმა, კიდევ უფრო სადღესასწაულო ჟღერადობა შემატეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საახალწლო ზეიმში, რომელიც მშობელთა ჩართულობით მოეწყო, სკოლის დაწყებითი საფეხურის 13 კლასის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა.

სკოლის დირექცია გვამცნობს, რომ სადღესასწაულო დღეები სკოლაში 29 დეკემბრის ჩათვლით გასტანს.

„ეს იყო ნამდვილი საახალწლო დღესასწაული და რაც მთავარია, პატარები გავახარეთ...“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:









 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203