ნახუნაოს საჯარო სკოლაში ზღაპრული საახალწლო ღონისძიება მოეწყო
27-12-2022

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლაში სადღესასწაულო განწყობაა. 

ამჯერად, მშობლებისა და მოსწავლეების ინიციატივით, სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

საახალწლო განწყობას სადღესასწაულო კოსტუმები და შესაბამისი წარმოდგენები კიდევ უფრო ამაღლებდა, მოსწავლეეებს თოვლის ბაბუაც ესტუმრათ.

ღონისძიებამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. მას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლიანა ბერია ხელმძღვანელობდა.

„ბავშვებმა წარმოთქვეს ლექსები, სიმღერები და შეასრულეს თანამედროვე ცეკვები. მშობლებმა კი მოიწონეს ეს ღონისძიება და გამოთქვეს სურვილი მსგავს ღონისძიებებში თავადაც მიიღონ მონაწილეობა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ფოტოების ავტორი - მარიამ ცანავა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203