ბათუმის N20 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეთა გუნდი რობოტების სასკოლო შეჯიბრში ჩაერთო
27-12-2022

ბათუმის N20 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებისაგან შემდგარი გუნდი რობოტების სასკოლო შეჯიბრში მონაწილეობდა.

ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრმა, ამერიკის საელჩოსა და EPAM Georgia-სთან თანამშრომლობით, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის ჩაატარა.

შეჯიბრი მოიცავდა სპორტს, მეცნიერებასა და ტექნოლოგიებს. შეჯიბრი 26 დეკემბერს, თბილისში ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეჯიბრში მათ წარადგინეს გუნდის მიერ აწყობილი და დაპროგრამებული რობოტები. რობოტებს უნდა შეესრულებინათ დავალება დამოუკიდებლად, პროგრამული კოდის გამოყენებით.

გუნდს საინფორმაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი ლელა მოქია ხელმძღვანელობს.

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას უსურვებენ.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203