ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლაში ფეხბურთის შიდასასკოლო ფესტივალი ჩატარდა
27-12-2022

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა ღონისძიებას თუ აქტივობას სთავაზობენ. 

ამჯერად, სკოლაში ფეხბურთში შიდასასკოლო ფესტივალი ჩატარდა. 

ფესტივალს სპორტის მასწავლებელი ალექსანდრე შამათავა ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეები სპორტულ ღონისძიებაში ხალისით ჩაერთვნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203