ზიკილიის საჯარო სკოლაში საახალწლო ნაძვის ხეების გამოფენა მოეწყო
27-12-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო სამზადისია. პედაგოგები მოსწავლეთა საზეიმო განწყობაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით სხვადასხვა სახალისო აქტივობას სთავაზობენ. 

მათ შორის სკოლაში მოეწყო საახალწლო ნაძვის ხეების გამოფენა. მოსწავლეებმა გამოფენისთვის ორიგინალური ხელნაკეთი ნამუშევრები შექმნეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

აღსანიშნავია, რომ ზიკილიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებსა თუ აქტივობებში რთავენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203