ალასტანის საჯარო სკოლის მე-5 კლასში მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება ჩატარდა
27-12-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანის საჯარო სკოლაში სადღესასწაულო განწყობაა. პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
სწორედ ამ მიზნით, მე-5 კლასში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აქტივობები კლასის დამრიგებლის კარინე ადამიანის ხელმძღვანელობით გაიმართა.
ღონისძიებამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.