კიზილაჯლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები საახალწლო ღონისძიებას დაესწრნენ
27-12-2022
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილაჯლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები, საზეიმო განწყობის ასამაღლებლად, დმანისის მერიისა და საქართველოს პრემიერის ინიციატივით, გამართულ საახალწლო ღონისძიებას ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა სასიამოვნო დრო გაატარეს, ბევრი იხალისეს და სხვადსხვა აქტივობაში ჩაერთნენ.
გარემო ძალიან მრავალფეროვანი იყო, ბავშვებმა ბევრი სამახსოვრო სურათი გადაიღეს და ემოციებით დატვირთულნი სკოლაში დაბრუნდნენ.
მოსწავლეებს აუმაღლდათ საახალწლო განწყობა და იმედოვნებენ, რომ ასეთ საინტერესო ღონისძიებებს ხშირად დაესწრებიან.
„მადლობა დმანისის მერიას მათი ტრანსპორტით უზრუნველყოფისა და ლამაზი დღისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.