
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთის საჯარო სკოლაში ორიგინალური საახალწლო ღონისძიება მოეწყო.
მოსწავლეები დიდი სურვილითა და მონდომებით ჩაერთნენ ზეიმში.
ბავშვებმა სხვადასხვა ზღაპრული პერსონაჟის კოსტიუმები მოირგეს, რამაც კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა საახალწლო სანახაობა.
ღონისძიება სიმბოლური საჩუქრების გადაცემით დასრულდა.
მოსწავლეებს აუმაღლდათ წინასაახალწლო განწყობა, ისინი დიდი სურვილებითა და იმედებით ელიან ახალი წლის ჯადოსნურ საღამოს.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის მათ, აქტიურობისთვის და ასეთი დასამახსოვრებელი საღამოს მოწყობისთვის.
იხილეთ ფოტოები: