ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა თუ პროექტში აქტიურად ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის სამოქალაქო კლუბმა - „ცვლილებებისთვის“ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მცირე გრანტი მოიპოვა.
სასკოლო საზოგადოება მათი წარმატებით ამაყობს, წინსვლას უსურვებს და ულოცავს.
„სკოლა ულოცავს სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელს ზვიად დიასამიძესა და მონაწილე მოსწავლეებს აღნიშნულ წარმატებას.
ასევე, კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს კლუბს სამომავლოდ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: