„ეროვნული იდენტობის და ევროპული მუსიკალური აზროვნების საკითხები ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებაში“-ნაბაკევის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი პროექტი
27-12-2022

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლას მე-10 კლასში არჩეული აქვს პროექტული სწავლება მუსიკაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტზე დაფუძნებულმა სწავლებამ მოსწავლეებში გაზარდა საკუთარი თავის რწმენა, სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულება და ტრადიციული მეთოდისგან განსხვავებით, პასუხისმგებლობის აღება სწავლის პროცესზე.

შედეგმაც არ დააყოვნა. მათ მიერ განხორციელებული პროექტი თემაზე - „ეროვნული იდენტობისა და ევროპული მუსიკალური აზროვნების საკითხები ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებაში“ მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა.

პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები. გაწეული მუშაობა მუსიკის პედაგოგმა ეკატერინე ჯამბურიამ შეაჯამა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203