მარტუნის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
27-12-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მარტუნის საჯარო სკოლაში საახალწლო სამზადისი იგრძნობა, მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ღონისძიება წარმოადგინეს.

ქართული სექტორის მოსწავლეებმა სახალისო სპექტაკლი დადგეს, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.

ღონისძიებას თოვლის ბაბუა ესტუმრა და მოსწავლეები საჩუქრებით გაახარა.

ბავშვებისთვის ღონისძიება ძალიან სახალისო იყო, კიდევ უფრო აუმაღლდათ საახალწლო განწყობა და დიდი იმედებითა და ოცნებებით ელიან ახალი წლის ჯადოსნურ დღესასწაულს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203