„მინდა ყველაფერი ვიცოდე“ - თბილისის N136 საჯარო სკოლის მე-5 კლასში ვიქტორინა გაიმართა
27-12-2022

თბილისის N136 საჯარო სკოლაში, როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, სკოლაში სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიება, კონკურსი თუ პროექტი აქტიურად იმართება. 

26 დეკემბერს, მე-5 კლასში, დამრიგებელ ინგა გოგიჩაშვილის ხელმძღვანელობით, ინტელექტუალური ვიქტორინა - „მინდა ყველაფერი ვიცოდე“ ჩატარდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა სხვადასხვა თემაზე ზოგადი ცოდნა წარმოაჩინეს.

გამოვლინდა გამარჯვებული გუნდიც - ვიქტორინაში „ლეგენდები“ დაწინაურდა.

„ვიქტორინამ მოსწავლეებს დაანახა, რომ ცოდნის შეძენა ყოველდღიური პროცესია და რაც უფრო მეტს გაიგებ, მით უფრო საინტერესო ხდება ცხოვრება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203