საქობოს საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა სპექტაკლი - „წითელქუდა“ ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს
27-12-2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა, კლასში „წითელქუდა“ (Little Red Riding Hood) ინგლისურად წარმოადგინეს და დიდი მოწონება დაიმსახურეს.

წარმოდგენა კოსტუმირებული იყო, რამაც კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა სანახაობა. მოსწავლეები ძალიან აქტიურად ჩაერთნენ ღონისძიებაში და დღის ბოლოს სიმბოლური საჩუქრებიც დაიმსახურეს.

საქობოს საჯარო სკოლაში ხშირად იმართება საინტერესო ღონისძიებები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.

აღნიშნული ღონისძიებით, მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, წარმოეჩინათ საკუთარი თეატრალური შესაძლებლობები და ამავდროულად, მეტად დაეხვეწათ სამეტყველო უცხო ენა.

„ღონისძიება მიმდინარეობდა დიდი ოვაციებით. დასასრულს მოსწავლეებმა მოგვილოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი“, - გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203