„ხანდაზმულთა ინტეგრაცია საზოგადოებაში“- ალერტკარის საჯარო სკოლაში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
27-12-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებასა და მუსიკაში, სავალდებულო პროექტის ფარგლებში, შემაჯამებელი ღონისძიება - „ხანდაზმულთა ინტეგრაცია საზოგადოებაში“, გაიმართა. 

აღნიშნულ ღონისძიებას მუსიკალურად სკოლის მომღერალთა გუნდი „ირისე“ აფორმებდა ,მასში მე-7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც სპექტაკლი „წითელქუდა“ გერმანულ ენაზე წარადგინეს.

გარდა ამისა, მე-9 კლასის მოსწავლე თამარი როგავამ სოფლის მოსახლეობის შობადობა, სიკვდილიანობის შესახებ სტატისტიკა პრეზენტაცის სახით წარადგინა. 

ღონისძიებს მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, ის ფეიერვერკებით საზეიმოდ დაიხურა.

პროექტის ხელმძღვანელი ასმათი გვაჯაია იყო. 

„პროექტის განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვის სოფლის გამგებელს ბატონ ლაშა ესებუას, მე-10 კლასის მოსწავლეებს, სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ქალბატონ ასმათ გვაჯაიას და მუსიკის მასწავლებელს ქალბატონ თინათინ ლაგვილავას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203