ყარაჯალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
27-12-2022

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლაში წინასაახალწლოდ საქველმოქმედო აქცია დაიგეგმა. 

მოსწავლეებმა, ხელოვნების მასწავლებლის ცისმარი ცისკარიშვილის ხელმძღვანელობით, ხელნაკეთი ნივთების საახალწლო გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს. სპეციალური კუთხე დაეთმო სსსმ მოსწავლეთა ნამუშევრებს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შემოსული თანხით ბავშვები სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრებით გაახარებენ.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203