თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები ტექნოლოგიურ კონფერენციაზე საინტერესო ნამუშევრებით წარდგნენ
27-12-2022

თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ. 

კონფერენციის - „ციფრული აბორიგენები... ჩვენ ბუკელები ვართ... ეპიზოდი მეხუთე“, ორგანიზატორები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი; კახეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრები; თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მარიამ ზაქარიაშვილი იყვნენ. 

მასში კახეთის რეგიონის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები ჩაერთნენ, მათ შორის, თელავის N5 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე გიგი ხუციშვილი და VI კლასის მოსწავლე რეზი მუმლაური. მათი ხელმძღვანელი კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი მარიამ ზაქარიაშვილი იყო. 

მათ კონფერენციაზე Scratch ვიზუალური პროგრამირების გარემოში შესრულებული ნამუშევრები წარმატებით წარადგინეს.

კონფერენციაში აქტიური ჩართულობისათვის გიგი ხუციშვილს და რეზი მუმლაურს სერტიფიკატები გადაეცათ.

„წარმატებები ვუსურვოთ გიგის და რეზის კომპიუტერულ სამყაროში“,- აღნიშნავს მარიამ ზაქარიაშვილი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203