სადმელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი სხვადასხვა მუსიკალური წარმოდგენებით მიულოცეს
27-12-2022
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება მოეწყო.

საახალწლო განწყობის შესაქმნელად  IX, X, XI  და XII კლასების მოსწავლეებმა, დირექტორ მედეა რატიანთან და ხელოვნების მასწავლებელ ია ჭარბაძესთან ერთად, სკოლა გულისხმიერებით, დიდი შრომის ფასად  გაალამაზეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სკოლის უმცროსკლასელებმა მუსიკის მასწავლებლის - ხათუნა დარახველიძისა და დამრიგებლების - ნინო ერისთავის (1-ლი კლასი), დიანა დავითულიანისა (3-4 კლასების) და ცისმარი ჯანგიძის (მე-5 კლასი) ხელშეწყობით  დამსწრე საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი სხვადასხვა მუსიკალური წარმოდგენებით მიულოცეს.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეებს და პედაგოგებს ასეთი საინტერესო ღონისძიების წარმოდგენისთვის და წარმატებას უსურვებს.


იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203