„რა ვიცით ჩვენი ქვეყნის წარსულის შესახებ?“ - მარაბდის საჯარო სკოლაში საინტერესო კონკურსი ჩატარდა
27-12-2022

9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში, როგორც მოსწავლეთა ცოდნის ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, სკოლაში არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება, კონკურსი თუ აქტივობა იმართება. 

22 დეკემბერს, ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში, საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელობით, ისტორიის კონკურსი - „რა ვიცით ჩვენი ქვეყნის წარსულის შესახებ“. 

კონკურსში მონაწილეობდნენ მოსწავლეთა გუნდები მე-7 კლასიდან მე-11 კლასის ჩათვლით.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონკურსის მიზანი იყო ისტორიისადმი მოსწავლეების მეტად დაინტერესება.

„კონკურსისთვის მზადების პროცესში მოსწავლეებმა შეიტყვეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის წარსულის შესახებ, მიეჩვივნენ გუნდურ მუშაობას, რაც მათ დაეხმარება კომუნიკაციასა და თანამშრომლობაში. მოსწავლეებში გაიზარდა ცოდნის დონე, გახდნენ უფრო აქტიურები და ჩამოუყალიბდათ მზრუნველი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის ისტორიის მიმართ“,- გვიყვებიან სკოლაში. 

გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ სპეციალური პრიზები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203