საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
27-12-2022
საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სასულიერო გიმნაზიაში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. მის მიმდინარეობაში ყველა მონდომებითა და ხალისით ჩაერთო.
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებლები ნატა ბუცხრიკიძე და ინგა ტურავა იყვნენ.
გამოფენა-გაყიდვის შედეგად შემოსული თანხა მთლიანად რუხში არსებულ მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს გადაეცემათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს