„წარმართობიდან დღემდე - ბარბალე თუ ბარბარე?“- შორაპნის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
27-12-2022

ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლის XI და XI კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს. 

მათ, ფრანგული ენისა და არჩევითი საგნის პედაგოგის მზია კვინიკაძის ხელმძღვანელობით, საზოგადოებას პრეზენტაცია - „წარმართობიდან დღემდე - ბარბალე თუ ბარბარე?“ წარუდგინეს. 

აღნიშნული პროექტის მიზანი ქართულ წარმართულ ქალღმერთსა და დიდმოწამე ბარბარეს შორის პარალელების გავლება და  განსხვავებების მოძებნა იყო. 

მოსწავლეებმა აუდიტორიის წინაშე საკუთარი მოსაზრებების დასაბუთება და საინტერესო ფაქტების დღის სინათლეზე გამოტანა შეძლეს, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, აქტივობაში მოდნომებით ჩაერთნენ და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

„მოსწავლეებმა გამოავლინეს და დახვეწეს პროექტზე მუშაობის უნარ-ჩვევები, გამოიყენეს სხვადასხვა აქტივობები მიზნის  მისაღწევად. პრეზენტაციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს მე-10  კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა, მოსწავლეთა მშობლებმა  და  მოწვეულმა სტუმრებმა. აუდიტორია აღნიშნული პროექტით ძალიან კმაყოფილი და აღფრთოვანებული დარჩა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203