„შაბათი საღამოს დაგეგმვა“ - წყალტუბოს N1 სკოლის მეექვსეკლასელება კომპლექსური დავალების საინტერესო პრეზენტაციები გამართეს 
27-12-2022

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი კომპლექსური დავალებებია, რომლებსაც მოსწავლეები ხალისითა და დიდი ინტერესით ასრულებენ. 

26დეკემბერს, მე-6 და მე-6 კლასებში (მასწ. ლ სამნიაშვილი, კლასის ხელმძღვანელები - თ. გრიგოლია და ს. ქობალია) მათემატიკაში ჩატარდა კომპლექსური დავალების მესამე ეტაპი.

საინტერესო კომპლექსური დავალების თემა გახლდათ - „შაბათი საღამოს დაგეგმვა“.

მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს პრეზენტაციები. თითოეულ მათგანს პოსტერის სახით ჰქონდა მომზადებული დავალება, რომელზეც ჩანდა დაგეგმილი საღამოს ხარჯები, წარმოჩინდა მოსწავლეთა კომპლექსური უნარები, შემოქმედითობა და ორგანიზებულობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203