მთისძირის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
27-12-2022

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებას, კონკურსს თუ აქტივობას სთავაზობენ. 

მათ შორის სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა. თამაშში მონაწილეობდა მოსწავლეთა სამი გუნდი - „გენიოსები“ „არტეფაქტები“ და „შევარდენი“. თამაში მხიარულად და საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეები შეჯიბრში ინტერესით ჩაერთნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. გაიმარჯვა გუნდმა „არტეფაქტები“. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203