ციხისძირის საჯარო სკოლის მეორეკლასელთა შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიება
27-12-2022

ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის მე-2 კლასი ახალი წლისთვის ემზადება.

მოსწავლეებმა, მასწავლებელ ნარგიზ ხახუტაიშვილის ხელმძღვანელობით, სახალისო და მრავალფეროვანი ღონისძიება მოაწყვეს. მეორეკლასელებმა წარადგინეს საინტერესო მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, წაიკითხეს ლექსები, შეხვდნენ თოვლის ბაბუას და ბევრი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.

მოსწავლეებისთვის ღონისძიება ძალიან სახალისო და სასიამოვნო დღედ ჩაიბეჭდა გონებაში. კიდევ უფრო აუმაღლდათ საზეიმო განწყობა და ახალი წლის მობრძანებას აციმციმებული თვალებით ელიან.

„არაჩვეულებრივი დეკორაციები, მრავალფეროვანი სიმღერები, ლექსები და მხიარული  თოვლის პაპა სასიამოვნო განწყობას ქმნის“, - გვეუბნებიან სკოლაში.


იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203