მთისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გალაკტიონის ლექსები მხატვრულად წაიკითხეს
27-12-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლაში, მხატვრული კითხვის წრის საინტერესო შეხვედრა მოეწყო, სადაც მოსწავლეებმა გალაკტიონის გენიალური შემოქმედება წარმოადგინეს.
მთისძირის საჯარო სკოლაში ხშირად ეწყობა საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობები, სადაც აქტიურად ერთვებიან მოსწავლეები და ეძლევათ შესაძლებლობა წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დღე ძალიან მრავალფეროვნად წარიმართა, მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში. წაიკითხეს ყველასათვის საყვარელი მწერლის შემოქმედებიდან სხვადსხვა ლექსი, დამსწრე საზოგადოება წარმოდგენილი საღამოთი ნასიამოვნები დარჩა.
შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებს აქტიური მონაწილეობისთვის სიგელები გადაეცათ.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეებს შემოქმედებითი საღამოს მოწყობისთვის და უსურვებს მათ წარმატებას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს