ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სამხედრო მოსამსახურეებმა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს
27-12-2022

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში საქართველოს თავდაცვის სამსახურის ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

კაპიტანმა გიორგი მარუაშვილმა და კაპრალ-სპეციალისტმა თამარ გორგილაძემ მოსწავლეებმათნ შეხვედრა გამართეს, რომლის მიზანიც მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება და ამ მხრივ, ცნობიერების ამაღლება იყო.

შეხვედრამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა, მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

შეხვედრას განახლების, ჩაოსა და ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლების მოსწავლეები ესწრებოდნენ. დასასრულს, მოსწავლეებს  მცირედი საჩუქრები გადაეცათ.

„პრეზენტაცია მეტად საინტერესოდ წარიმართა, ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდებისათვის საყურადღებო თემებზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203