ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა
27-12-2022

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სახის, მათ შორის, სპორტულ აქტივობაში ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად ისინი სასკოლო სპორტული ოლიპიადის ფარგლებში, ვაჟებს შორის გამართულ მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრში მონაწილეობდნენ. თამაში ხულოს საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში ჩატარდა. 

მოსწავლეებმა ღირსეულად იასპარეზეს და გუნდურ პირველ ადგილზე გავიდნენ. მათი სპორტის მასწავლებელი გია ბოლქვაძეა.

განახლების საჯარო სკოლის წარმომადგენლები, ადმინისტრაცია, პედაგოგები ულოცავენ გამარჯვებულებს საუკეთესო შედეგს.

„ისევ გამარჯვება მომდევნო ეტაპებზე!!!
განახლების საჯარო სკოლის ტენისელები პირველები არიან.
მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებული განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეები გააგრძელებენ რეგიონალურ ეტაპზე მონაწილეობის მიღებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203