ბეჟანოს საჯარო სკოლაში მე-6 კლასელებმა მინი სპექტაკლი - „წითელქუდა“ წარმოადგინეს
26-12-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში წინასაახალწლო საზეიმო გარემოა. სკოლაში საინტერესო საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მე-6 კლასელები მონაწილეობდნენ.

ბავშვებმა მინი სპექტაკლი - „წითელქუდა“ დადგეს, სადაც როლები ოსტატურად მოირგეს.  საახალწლო ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და ქართული ცეკვებიც შეასრულეს. მათ ნიჭისა და უნარების გამოვლენის შესაძლელბობა მიეცათ.

მოსწავლეებმა ღონისძიების მსვლელობისას, დიდი მონდომება და ინტერესი გამოავლინეს, რის გამოც სკოლა მათ მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203