ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროფესიული უნარების განვითარების ორთვიანი პროგრამა წარმატებით გაიარეს
26-12-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა წარმატებით დაასრულეს. 

ორთვიან პროგრამაში - „გიდის ხელოვნება“  მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი.

პროფესიული კურსი, ასევე, ითვალისწინებდა სასწავლო ექსკურსიებს კოლეჯსა და პროფესიასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში. 

მოსწავლეებმა პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის ფარგლებში, კავიანის ციხე, გონიოს ციხე, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ავალიანების მარანი მონახულეს და ახლად შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები პრაქტიკაში გამოსცადეს. ბოლოს კი მე-8 და მე-9 კლასელები პროფესიულ კოლეჯს ეწვივნენ, სადაც სხვადასხვა მასტერკლასებში ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203