შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მინიფეხბურთში გამართულ შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავეს
26-12-2022

ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სახის, მათ შორის, სპორტულ აქტივობებშიც ხშირად მონაწილეობენ. 

ამჯერად, ისინი მინიფეხბურთში გამართულ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ. მოსწავლეთა გუნდმა ღირსეულად იასპარეზა, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და უდიდესი წარმატება მოიპოვეს. 

მოსწავლეებმა პირველი ადგილი დაიკავეს, რითაც სკოლაში ძალიან ამაყობენ, ულოცავენ და წარმატებას ულოცავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203