„ელემენტთა მეჯლისი“ - ჯგალის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ორიგინალური საახალწლო ღონისძიება
26-12-2022

კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლაში, მერვე კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ,  ქიმიის მასწავლებელ - ირმა კალანდიასთან ერთად, წინასაახალწლო, საზეიმო განწყობა შექმნეს.

მოსწავლეებმა ქიმიური ელემენტების შესწავლა დაუკავშირეს კარზე მომდგარ შობა-ახალ წელს და შემოგვთავაზეს „ელემენტთა მეჯლისი“. 

მაყურებლებს გააცნეს მნიშვნელოვანი ქიმიური ელემენტები, რომლითაც ნაძვის ხე ორიგინალურად მორთეს.

როგორც სკოლის დირექცია გვამცნობს, მეჯლისის შემდეგ მერვე კლასმა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაც მოაწყო. საახალწლო ნივთები მოსწავლეებმა ხელოვნების მასწავლებელთან,  რიმა კვარაცხელიასთან ერთად შექმნეს.

გვიყვებიან, რომ შემოსული თანხით მოსწავლეები ამავე სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს დაეხმარებიან.

მთელი დღის განმავლობაში საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, მოსწავლეები საინტერესო აქტივობას - ,,ვხატავთ სახეზე" ახორციელებდნენ.

„მადლობა სკოლის სახელით, ლამაზი, თბილი დღისთვის   მერვე კლასს და მასწავლებლებს ირმა კალანდიასა და რიმა კვარაცხელიას. მადლობა სკოლას თანადგომისთვის!“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი მანანა ჩიქოვანი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203