მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს
ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები და მოსწავლეები არაერთ საინტერესო აქტივობას ახორციელებენ.
ამჯერად, თვითმმართველობის მოსწავლეთა და პედაგოგთა ინიციატივით, „ერთი კანფეტის“ აქცია გაიმართა. მათ გადაწყვიტეს, რომ წინასაახალწლოდ სიკეთე გაეკეთებინათ და სხვები გაებედნიერებინათ.
მათ, ტკბილეულით და სხვა პროდუქტებით, დამდეგი ახალი 2023 წელი საჩხერის მოხუცთა თავშესაფრის წევრებს მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები: