ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეები თეატრალურ ფესტივალზე საინტერესო სპექტაკლით წარდგნენ
26-12-2022

უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლას გამორჩეულად ნიჭიერი, შემოქმედებითი და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეები ჰყავს. 

ისინი სხვადასხვა საინტერესო პროექტში ხშირად მონაწილეობენ და წარმატებას აღწევენ. 

ამჯერად, მათ სპექტეკლი - „შენსკენ სავალი გზები“ ქუთაისის სასკოლო თეატრების ფესტივალზე წარადგინეს. მისი რეჟისორი ტატო პატარიძე იყო. მოსწავლეებმა როლები დამაჯერებლად ითამაშეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

მათმა წარმოდგენამ მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

„მილიონი მადლობა თეატრის მხარდამჭერს ძევრის სკოლის კურსდამთავრებულს ბიზნესმენ მალხაზ გიორგაძეს ამ შესაძლებლობისათვის.
დიდებული ორგანიზატორები - მარინა და თორნიკე მარჯანიშვილები“,- წერს სკოლის დირექტორი მანუჩარ ფანჩულიძე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203